მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამაში უცნაური არაფერია, რომ შემოგვაქვს რეგულაციები და შემდეგ კორექტირება შეგვაქვს"

5ca1ba13dfa74
ლიკა გურაბანიძე
01.04.19 11:12
1392
“ის, რაც გაკეთდა, ჩვენ პრინციპულად ვთვლით, რომ სწორია“ - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილებას შეეხებოდა.

“შეიძლება მოხდეს სესხის მომსახურების კოეფიციენტის კორექტირება, სხვადასხვა ელემენტის კორექტირება, მაგრამ ვექტორები და მიმართულებები არ შეიცვლება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი შრეები გაუაზრებელი კრედიტისგან დავიცვათ“, - განაცახადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ის კერძო და საბანკო სექტორთან კონსულტაციებს რეგულარულად გადის.

“ჩვენ დღეს იმ მცირე დარეგულირების საშუალებებს განვიხილავთ, რაც საბანკო რეგულაციების ოპტიმალურ შედეგს მოგვცემს. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია და ამაში უცნაური არაფერია, რომ შემოგვაქვს რეგულაციები და შემდეგ მასში კორექტირება შეგვაქვს, თუმცა მიმართულებას არ ვცვლით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები