მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამაზე გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას" - ივლის თუ არა ახალი პრემიერი არასახელისუფლებო მედიასთან სტუმრად?

ირაკლი კობახიძე

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დღეს ოფიციალურად წარადგინა.

მომავალ პრემიერს, BMGTV-მ ჰკითხა, როგორი იქნება მისი კომუნიკაცია მედიასთან და მივა თუ არა არასახელისუფლებო ეთერებში, მაგალითად BMGTV-ზე.

"ჩვენ, მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ყველა კითხვას ვუპასუხებთ და რა თქმა უნდა, ასე გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას მიუხედავად მათი კომერციული კუთვნილებისა და ა.შ.

რაც შეეხება მედიასთან ურთიერთობას, ამასთან დაკავშირებით გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას" - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი, არასახელისუფლებო მედიაში სტუმრად არ დადიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები