მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon ონლაინ ფარმაცევტულ კომპანიას ყიდულობს

5b3618cf9200e
კესო კაციტაძე
29.06.18 15:31
949
Amazon ონლაინ ფარმაცევტულ კომპანიას Pillpack ყიდულობს. CNN-ის ინფორმაციით მისი პროდუქცია ამერიკის 50 შტატს მიეწოდება.

ბრენდი მომხმარებელს მედიკამენტებს წინასწარ გამზადებული დოზებით აწვდის, რაც მათი მიღების პროცესს ამარტივებს.

PillPack-ში უკვე განახორციელა ინვესტირება ორმა მსხვილმა სააფთიაქო ქსელმა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით კი 2017 წლის შემოსავლებმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

"Pillpack-ის გუნდი კომბინირებულია დიდი ფარმაცევტული ცოდნის მქონე გუნდით და ფოკუსირებულია ტექნოლოგიებზე. კომპანია ცდილობს მომხმარებელს გაუმარტივოს წამლის მიღების პროეცსი, დაზოგოს მათი დრო და აგრძნობინოს თავი ჯანმრთელად. ჩვენ მოხარულები ვართ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით",  - აცხადებს ამაზონის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ვაიკი.

ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 მილიარდზე მეტი მედიკამენტი იყიდება, 2015 წელს კი აშშ–ში რეცეპტით გამოწერილ წამლებში დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები