სამედიცინო სექტორში ტექნოლოგიური გიგანტის გაფართოება პირდაპირ კავშირშია პანდემიურ პერიოდში ახალი პლატფორმის Amazon Care-ის გაშვებასთან.
One Medical-ი მომხმარებელს პერიოდული გამოწერის სანაცვლოდ სამედიცინო სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს, როგორც დისტანციურს, ასევე ფიზიკურს, აშშ-ის მასშტაბით.
Amazon-ის წარმომადგენლობის განმარტებით, One Medical-ს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, რადგან აღნიშნული პლატფორმა პაციენტებს სამედიცინო დახმარების მიღების ინოვაციურ მეთოდს სთავაზობს, რომელიც მათ დროის, თანხისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება.
შეთანხმების პირობების თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი ამირ დენ რუბინი თანამდებობას შეინარჩუნებს, თუმცა One Medical-ს ის ახალი მმართველობის ქვეშ გაუძღვება.
პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული კომპანიის მიერ One Medical-ის შეძენის სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად დადებითად მიიღეს - საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 67%-ით გაიზარდა. რაც შეეხება Amazon-ს, მისი აქციების ფასი მიმდინარე კვირას 8%-ითაა გაზრდილი.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























