მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-ის კაპიტალიზაცია $300 მილიარდით გაიზარდა

Amazon
სტატიაში საუბარია:

ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-ის კაპიტალიზაცია ერთ დღეში $300 მილიარდით გაიზარდა და ამჟამად $2.67 ტრილიონს შეადგენს. ამ მიღწევას წინ აქციების 12%-იანი ზრდა უძღოდა, რაც მე-3 კვარტალის დამაკმაყოფილებელი შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა.

განსაკუთრებით დიდი ზრდა Amazon-ის შვილობილმა AWS-მა დააფიქსირა, რომელიც მსხვილ კომპანიებსა თუ რიგით მომხმარებლებს ე.წ. ქლაუდ სერვისს სთავაზობს. ამ მხრივ შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. უფრო ფართო ჭრილში კი, გასული 3 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა. Amazon-ში დააანონსეს, რომ ახალი მონაცემთა ცენტრებისა და AI ინფრასტრუქტურის განსავითარებლად დამატებითი კაპიტალი ჩაიდება, რაც მომავალ წლებში კომპანიის შემოსავლებს კიდევ უფრო გაზრდის და საერთაშორისო კონკურენციაში მის პოზიციებს გაამყარებს.

მე-3 კვარტალის მოსალოდნელზე მეტად დადებითი შედეგების გამოქვეყნებამ ინვესტორები დაარწმუნა, რომ Amazon ე.წ. ქლაუდ სერვისის მიწოდებასა და AI რბოლაში კვლავ ლიდერია. ნდობის გამყარებამ კი შესაბამისად გამოიწვია კომპანიის აქციების ზრდა. ამჟამად, Amazon-ის ერთი აქცია საშუალოდ, $249 დოლარად ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები