მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

amazon-ის Shazam-ი- amazon მოდის ინდუსტრიაში საკუთარ ძალებს მეორედ ცდის

5d20ba3217b8f
მარიამ ადამია
07.07.19 00:30
999
კომპანია amazon მოდის ინდუსტრიაში უკვე მეორედ ცდის საკუთარ ძალებს და უახლოეს მომავალში ახალ სერვისს ჩაუშვებს, რომელიც მთლიანად შეცვლის შოპინგის პროცესს და შესაძლოა ჩაანაცვლოს კიდეც ის. რაც მთავარია დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ფული და მიიღოთ სასურველი შედეგი. ახალ სერვისს, რომელსაც რეალურად StyleSnap-ი დაერქვა, მომხმარებლებმა ტანსაცმლის Shazam შეარქვეს.

Businessinsaider-ის ინფორმაციით, კომპანიის ახალი გამოგონება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემაა, სრულად მორგებულია მომხმარებლებზე. ამაზონი, როგორც ამერიკული მედია წერს, „ონლაინ“ ვაჭრობის ლიდერია, მაგრამ მისთვისაც კი, არსებობს მიმართულება, სადაც გაძლიერება სჭირდება.

აქამდე მის სუსტ წერტილად მოდა ითვლებოდა, სწორედ ამიტომაც, კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, StyleSnap შექმნა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელი, მარტივად მოძებნის და შეარჩევს სამოსს „ამაზონიდან“.

სქემა კი ასე მუშაობს: StyleSnap „ამაზონის“ მობილურ აპლიკაციაშია ჩაშენებული. მომხმარებელს შეუძლია, გადაიღოს ფოტო ან ძველი სურათი ატვირთოს. პროგრამა, სპეციალური ალგორითმით მოძებნის და ვებ-გვერდზე განთავსებულ ასეთივე სამოსს მოუძებნის.

ეს ყველაფერი კი ზოგავს დროს, რაც შოპინგის დროს სასურველი ტანისამოსის შესარჩევად უნდა დახარჯოთ, ხშირ შემთხვევაში ზოგავს ფულს, რადგან ხშირად გაცილებით ნაკლებ ფასად შეგიძლიათ შეძენა და საბოლოოდ იღებთ სასურველ შედეგს.

მსგავსი სერვისები სხვა გლობალურ ბრენდებსაც აქვთ, მაგალითად, ბრიტანული კოსმეტიკისა და სამოსის კომპანიას Asos და ასევე ebay-ს. უახლოეს მომავალში მათ რიგებს ამაზონიც შეემატება. წინასწარ რთული სათქმელია, რამდენად ეფექტიანად იმუშავებს სიახლე, თუმცა დაანონსებისთანავე მას ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. თავად კომპანია კი, ამ ნაბიჯით მიზნად მომხმარებლებთან ურთიერთობის გამარტივებას ისახავს.

თუმცა, ეს არ არის კომპანიის პირველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება, შევიდეს ტანსაცმლის ინდუსტრიაში. მცდელობა 2017 წელსაც ჰქონდა, როდესაც ჩაუშვა კამერა Echo Look-ი და მომხმარებლებს რჩევებს აძლევდა ტანსაცმელთან დაკავშირებით. სიახლემ არ გაამართლა. არც ეფექტიანი იყო და რჩევასაც ერთი და იგივეს ამბობდა, ამიტომაც უშედეგოდ დასრულდა.

მართალია, ამაზონმა მოდის ინდუსტრიაში ვერ დაიმკვიდრა თავი, მაგრამ კარგად გამოსდის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სიახლეები, მათ შორის წარმატებული აღმოჩნდა ხმოვანი სისტემა ალექსა.

გარდა ამისა, Amazon-მა Prime Air Delivery დრონის ბოლო ვერსიაც წარადგინა. ეს არის ჰიბრიდული დრონი, რომელსაც ჰორიზონტალურთან ერთად, ვერტიკალურად მოძრაობაც შეუძლია. კომპანიის განცხადებით კი, დრონით მიტანის სერვისის ამოქმედება უახლოეს თვეებში იგეგმება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდიდან ან სად ამოქმედდება პირველად ეს სერვისი. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საავიაციო ფედერაციამ კომპანიას დრონების გამოყენებაზე ნებართვა უკვე მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები