კომპანიამ Amazon.com აშშ-ის საგადასახადო სისტემას 1.5 მილიარდი აშშ დოლარის საქმე მოუგო.
Reuters-ის ინფორმაციით, Amazon-ის და მისი ლუქსემბურგის განყოფილების 2005-2006 წლებში განხორციელებული ტრანზაქციების გამოძიება მიმდინარეობდა. მარეგულირებლის აზრით, კომპანიას ფულად ოპერაციებთან დაკავშირებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადასახადი უნდა გადაეხადა (დარიცხული პროცენტები და შესაძლო დამატებითი გადასახადები უკანასკნელ წლებში). თუმცა, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა კომპანიას ბრალი ვერ დაუმტკიცეს.
Amazon-მა თავისი ამერიკული აქტივების დიდი ნაწილი ლუქსემბურგში გადაიტანა, რადგან მისი ბიზნესის მოგება ევროპაში დაბალი გადასახადებით იბეგრება.
მეორე მხრივ, Amazon-ის საგადასახადო შეთანხმების გამოძიება ევროპაში გრძელდება - ბრიუსელი მას, როგორც კომპანიის უკანონო "სახელმწიფო დახმარებას“ ისე განიხილავს ლუქსემბურგის მხრიდან, რომელიც Amazon-ს მის კონკურენტებთან მიმართებაში უსამართლო უპირატესობას აძლევს.

























