ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, ჯეფ ბეზოსის Amazon-მა სატელიტური ინტერნეტის პროვაიდერი Globalstar-ი $11.5 მილიარდად შეიძინა.
ტრანზაქციის ფარგლებში Globalstar-ის მფლობელებს ექნებათ არჩევანი, ან ნაღდი ფულის სახით ერთ გამოსყიდულ აქციაზე ნაღდი ფულის სახით $90 დოლარი მიიღონ, ან დათანხმდნენ Amazon-ის 0.3210 აქციას.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მიზნად ილონ მასკის SpaceX-ისთვის კონკურენციის გაწევასა და კოსმოსური ინტერნეტის სერვისის გაფართობას ისახავს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება Globalstar-ის არსებული სატელიტური ოპერაციების, ინფრასტრუქტურისა და გლობალური ლიცენზიების სრულად შესყიდვას ითვალისწინებს. კომპანიის ახალი და უკვე მოქმედი თანამგზავრები Amazon-ის ქსელს დაუერთდებიან. აღნიშნული შენაძენი ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიურ კომპანიას გლობალური მომხმარებლებისთვის სატელიტური ინტერნეტის სერვისის შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს. არსებული ცნობებით, Globalstar-ისა და Amazon-ის ერთობლივი პროექტის ამოქმედება 2028 წლისთვის იგეგმება.
რაც შეეხება გარიგებას, ის ოფიციალურად 2027 წელს დასრულდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიახლის გავრცელებისთანავე პრემარკეტზე Globalstar-ის აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა, ხოლო თავად Amazon-ის კაპიტალიზაციამ 1%-იანი მატება აჩვენა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, გაერთიანებული ძალებით ისინი მომხმარებლებს უფრო სწრაფ და საიმედო სერვისს შესთავაზებს.
შედარებისთვის, თუ Globalstars-ს ამჟამად ორბიტაზე მხოლოდ 240 თანამგზავრი ჰყავს გაგზავნილი, ილონ მასკის Starlink-ის პროექტის ფარგლებში დედამიწის ქვედა ორბიტაზე 10,000-ზე მეტი სატელიტი მოძრაობს და ის ინტერნეტს 9 მილიონზე მეტ მომხმარებელს აწვდის.




























