ანგარიშგების წარმოდგენა უწევთ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: Microsoft, Amazon, Google, GM, American Airlines, Exxon, Chevron, Coca-Cola, McDonald’s, Spotify და Intel.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ცნობილი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რასაც უშუალო გავლენა ექნება საფონდო ბირჟებსა და ინვესტორების განწყობაზე. ანალიტიკოსების შეფასებით, პირველ კვარტალში აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2%-ით გაიზარდა.
აგრეთვე, სტატისტიკის ფედერალური სამსახური საწარმოო ინდექსის, ინფლაციისა და უმუშევრობის მონაცემებსაც გაასაჯაროებს, რასაც ტრეიდერები დიდ ყურადღებას აქცევენ.
მიმდინარე კვირას კვარტალურ შედეგებს ასაჯაროებენ:
ორშაბათს: Credit Suisse, Coca-Cola, First Republic Bank, Philips, Whirlpool;
სამშაბათს: Google, Chipotle, General Electric, GM, Juniper Networks, McDonald's, Microsoft, PepsiCo, Raytheon, Spotify, UPS, Verizon, Visa, 3M;
ოთხშაბათს: Boeing, Boston Scientific, Hilton, Meta, Roku, ServiceNow, Teladoc;
ხუთშაბათს: Amazon, American Airlines, Caterpillar, Intel, Mastercard, Merck, Pinterest, Snap, Southwest Airlines, Valero Energy;
პარასკევს: Exxon Mobil, Chevron, Colgate-Palmolive, Gentex, New York Community Bancorp.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























