ამერიკულმა ონლაინ საცალო გაყიდვების კომპანია Amazon-მა გამოწერილი ნივთების ადგილზე მიტანის ახალი სერვისის ტესტირება დაიწყო. Scout-ის სახელით ცნობილი მომსახურების შესახებ Amazon-ის ბლოგში წერია.
მცირე ზომის 6 ბორბლიანი რობოტი საშუალო ზომის ამანათების დანიშნულების ადგილზე მისატანად გამოიყენება. Amazon-მა სერვისი სატესტო რეჟიმში ვაშინგტონში აამუშავა. პირველ ეტაპზე ამანათების გადატანას პერსონალი აკონტროლებს. რობოტი დამიშნულების ადგილზე ტროტუარების დახმარებით მიდის. Scout-ის შესამუშავებლად Amazon-ის სიეტლის ოფისში იმუშავეს. პროექტის დეტალებზე კომპანია სრულ ანგარიშს არ აქვეყნებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ რობოტს ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია ( მაგალითად თუ გზაზე ადამიანები ან ცხოველები შემოხვდება)

























