Amazon-ზე შესაძლოა სპეციალური ქართული კუთხე შეიქმნას, - ინიციატივით ქართულმა მხარემ კომპანიის წარმომადგენლობას უკვე მიმართა. ამერიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ციკოლიას განცხადებით, აღნიშნული საქართველოს საშუალებას მისცემს ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაზე საქართველო ცალკე სახელით იყოს წარმოდგენილი და ქართული პროდუქცია ერთ-ერთი სადისტრიბუციო ცენტრის მეშვეობით მიეწოდება სხვადასხვა რეგიონებს.
"ეს არის იდეა და წინადადება, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო წლებია მუშაობს. ჩვენ რომ მათთან ეს თემა დეტალურად განვიხილეთ, დავინახეთ, რომ ამ კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალია და Amazon-ს გარკვეული წარმატებული მაგალითები გააჩნია.
ასევე Amazon-თან საუბარია ე.წ. cloud-ის გამოყენებაზე, ეს ონლაინ სივრცეა, რომელშიც კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი დატა-ინფორმაცია განათავსონ. ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც დღეს კომპანიას გააჩნია და ამ კუთხით 14 მილიონიან ბრუნვას ახორციელებს. თითო სტარტაპ-კომპანიას 200 000 აშშ დოლარამდე უჯდება წლის განმავლობაში ასეთი cloud-სერვისის გამოყენება და Amazon რამდენიმე ამერიკულ კომპანიას ასეთ cloud-სერვისებს უფასოდ სთავაზობს. ჩვენის სურვილია, რომ ქართულ დამწყებ კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პოტენციალი აქვთ, ნელ-ნელა ასეთი შესაძლებლობა მივცეთ. შესაბამისად, ასეთი დამატებითი მომსახურება მათი განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება", - გნაცხადა ციკოლიამ საქმიან დლასთან საუბრისას.

























