მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon–ი ბრიტანულ Deliveroo-ს დააფინანსებს

5cded01bbf205
მიხეილ ხაჩიძე
17.05.19 19:30
764
ინტერნეტ სავაჭრო პლატფორმა Amazon–ი ბრიტანულ Deliveroo-ს დააფინანსებს. ინფორმაცია საკვების ადგილზე მიტანის კომპანიამ გაავრცელა.

როგორც ცნობილი ხდება, ბრიტანულმა სტარტაპმა ამჯერად, 575 მილიონ აშშ დოლარიანი დაფინანსება მიიღო, ყველაზე დიდი ინვესტორი კი ონლაინ სავაჭრო გიგანტი – Amazon იყო.

საკვების ადგილზე მიტანის სერვისში განმარტავენ, რომ ინვესტიცია კომპანიის გაფართოებასა და ტექნიკურად უზრუნველყოფას მოხმარდება.

2013 წელს დაარსებულ ბრიტანულმა კომპანიამ ამ დრომდე, ინვესტორებისგან დაფინანსების სახით 1,53 მლნ აშშ დოლარი შეაგროვა.

Deliveroo 14 ქვეყანაში, მათ შორის, ავსტრალიაში, ჰონგ-კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გერმანიაში ოპერირებს. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 60.000 ველოსიპედის კურიერი ჰყავს დასაქმებული და 80.000 რესტორანთან კონტრაქტით თანამშრომლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები