მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამაზონის ტყის მასიური ჩეხა თებერვალში 30%-ით შემცირდა

amaoz

ტყის მასიური გაჩეხა (დეფორესტიზაცია) ამაზონში, თებერვლის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით შემცირდა - ამის შესახებ Reuters-ი ბრაზილიის მთავრობის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამაზონის ჯუნგლებში 2030 წლამდე უკანონო ჩეხის აღმოფხვრის პირობა დადო.

სატელიტური მასალიდან ჩანს, რომ თებერვალში მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის საფარის მხოლოდ 226 კვ.მ. გაიჩეხა, რაც 30%-ით ნაკლებია 2023 წლის ამავე პერიოდში 322 კვ.მ.-იან მაჩვენებელზე. თუმცა, Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამინდის პირობებისა და ღრუბლიანობის გამო, სატელიტური მონაცემები, შესაძლოა, 100%-ით ზუსტი არ იყოს.

თებერვალი ბრაზილიაში ტყის ხანძრების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რორაიმას რეგიონში გაჩენილმა ცეცხლმა ადგილობრივ ტომებს საფრთხე შეუქმნა, რის გამოც ქვეყნის მთავრობა დეფორესტიზაციის იანვარ-თებერვლის მონაცემებს განსაკუთრებულად აკვირდება, რათა დარწმუნდნენ, რომ ტერიტორიის ბიომრავალფეროვნებას საფრთხე არ ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები