მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბასადორ აილენდ ბათუმის მხარდაჭერით მეზღვაურთა დღე აღინიშნა

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, ბათუმში, ამბასადორი აილენდ ბათუმის მხარდაჭერით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც ქართველ მეზღვაურებსა და მათ ოჯახებს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანს მეზღვაურთა პროფესიული საქმიანობის დაფასება და იმ მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასმა წარმოადგენდა, რომელიც მათ ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარებასა და საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში საქართველოს ღირსეულ წარმომადგენლობაში შეაქვთ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ გამოცდილება და გაეძლიერებინათ პროფესიული კავშირები. საზეიმო მიღების მსვლელობისას, მეზღვაურებსა და ღონისძიების სხვა დამსწრეებს, სიტყვით მიმართა ამბასადროი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, რომელმაც მეზღვაურთა პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ზღვისა და საზღვაო სფეროს როლს, ბათუმისა და საქართველოს განვითარებაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები