ამბასადორ აილენდ ბათუმი BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა. BNI გლობალური ბიზნეს ქსელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 355 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, მათ შორის 2 500-მდე წევრს პოლონეთში. ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლებს თანამშრომლობის, პროფესიული კავშირებისა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების პლატფორმას სთავაზობს. BNI Poland-ის ქსელში გაწევრიანება „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ პოლონეთის ბიზნეს საზოგადოებასთან პირდაპირი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის. შეთანხმების ფარგლებში ორგანიზაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ამბასადორი აილენდზე განახორციელონ ინვესტიციები, მშენებლობის, უძრავი ქონების განვითარების, არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ტექნოლოგიების, სტუმარმასპინძლობის, პროფესიული მომსახურებისა და სხვა საინვესტიციო მიმართულებებით. აღსანიშნავია რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ შავი ზღვის აკვატორიაში პირველი ხელოვნური კუნძულია, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, ბიზნეს, კომერციულ, გასართობ, საზღვაო და საავიაციო ინფრასტრუქტურას.






























