„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა მონაკოს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე (MIIF) რეგიონული მნიშვნელობის პროექტი წარადგინა, რომელიც შავ ზღვაში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს და რეგიონში ახლებურ საინვესტიციო სტანდარტის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. პროექტი, სრულად მდგრადი განვითარებისა და „ჭკვიანი ქალაქის“ (smart city) კონცეფციას ეფუძნება. ამ ეტაპზე, მიწის მოწყობით სამუშაოების 50%-ზე მეტი შესრულებულია და 84-ჰექტრიდან, 48 ჰექტარი უკვე შექმნილია. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში, რომელიც მონაკოს იახტ-კლუბში იმართებოდა კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ ბიზნესპროგრამაში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, საერთაშორისო ინვესტიციებით დაინტერესებული პირები და კომპანიები. ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენდა ინვესტორებისა და სფეროს ლიდერებისთვის, რათა პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდათ პროექტის ხელმძღვანელებთან და სათანადოდ შეეფასებინათ პროექტის განსაკუთრებული პოტენციალი.


































