2-3 სექტემბერს „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ საერთაშორისო საავიაციო ექსპედიციის ფარგლებში, ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს მასპინძლობს. ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან ჩამოფრინდნენ. მათ შორის არიან პილოტები საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, და დიდი ბრიტანეთიდან. ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს ადგილზე გაეცნობიან - დაათვალიერებენ კუნძულის მასშტაბს, გაეცნობიან უკვე განხორციელებულ სამუშაოებსა და მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, ასევე მიიღებენ ინფორმაციას პროექტის განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“ 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, განხორციელდება. ექსპედიცია მოიცავს 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს, მათ შორის ბათუმისა და აჭარის, როგორც კერძო და ზოგადი ავიაციისთვის მიმზიდველი, ხელმისაწვდომი და საინტერესო საფრენი და ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც Ambassadori Aviation Village-ის ოფიციალური გახსნა გაიმართება.






























