მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს წარადგენს

საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების გამყარების მიზნით, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ დელეგაცია, პოლონეთის სამ ქალაქში – ვარშავაში, ვროცლავსა და კატოვიცეში – პროექტისა და საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. აღნიშნული აქტივობა კომპანიის ფართომასშტაბიანი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის სათანადოდ წარმოჩენას ისახავს მიზნად. აღნიშნული მასშტაბური კამპანია წლევანდელი წლის ივნისში, ქალაქ ვარშავაში უკვე დაწყებული სტრატეგიის გაგრძელებაა, რომელმაც პოლონელი ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია და ამჯერად ქალაქ ვროცლავში გაგრძელდა, სადაც გამართულ შეხვედრას 70-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა, ხოლო დარჩენილ ღონისძიებებზე მონაწილეთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაა მოსალოდნელი. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი შავი ზღვის აკვატორიაში, 84 ჰექტარზე, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ფაზა, 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები