„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე IG Development Georgia „სითი მოლი ბათუმის“ პროექტს განახორციელებს, რომელიც კუნძულის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. „სითი მოლი ბათუმი“ ერთ სივრცეში გააერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და ყოველდღიური საჭიროებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან სერვისებს.
პროექტის მასშტაბის მთავარ ინდიკატორს, მისი ფართობი წარმოადგენს - რეგიონში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი 170,000 მ² საერთო სამშენებლო ფართობს მოიცავს.
„ამბასადორი აილენდსა“ და IG Development Georgia-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2025 წელს გაფორმდა. პროექტის განვითარების მიმდინარე ეტაპზე უკვე განსაზღვრულია სავაჭრო ცენტრის სახელწოდება, მასშტაბი და ძირითადი კონცეფცია. „სითი მოლი ბათუმის“ გახსნა 2029 წელს არის დაგეგმილი.

























