„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და დუბაის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანია HOLM Developments-ს შორის საინვესტიციო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა.
გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, HOLM Developments ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე 140 000 კვ.მ ფართობზე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დეველოპერული კომპანიის შემოსვლა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მიერ შექმნილი ინსტიტუციური მზაობისა და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს პირდაპირი შედეგია. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა ინტეგრირებულმა საინვესტიციო პაკეტებმა საერთაშორისო ინვესტორებს ბაზარზე ეფექტური, გამჭვირვალე და დაცული ინვესტიციების სრული გარანტიები შეუქმნა. ამით ამბასადორის კუნძულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მძლავრ საერთაშორისო ეკონომიკურ ჰაბს.

„საქართველო განსაკუთრებული პოტენციალის მქონე, სწრაფად მზარდ ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ამბასადორის კუნძულის უნიკალური ლოკაცია იდეალურ პირობებს ქმნის ჩვენი კომპანიის გაფართოებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით. რეგიონის პირველი, სრულყოფილი გენერალური გეგმით შემუშავებული, ხელოვნური კუნძულის პროექტი, სრულად ჰპასუხობს იმ მაღალ ურბანულ და ინსტიტუციურ სტანდარტებს, რომლითაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვხელმძღვანელობთ. ინოვაციურ კონცეფციასთან ერთად, პროექტი გამოირჩევა უპრეცედენტო საინვესტიციო შესაძლებლობებით, რაც დაბანდებული კაპიტალის ღირებულების სწრაფ ზრდასა და მაღალ საიჯარო უკუგებაში გამოიხატება. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი დეველოპერული გამოცდილება, ამგვარ ინოვაციურ პროექტს მოვახმაროთ.“ - განაცხადა HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა.
„HOLM Developments-ის მიერ კუნძულის გენერალური გეგმის ფარგლებში 140 000 კვ.მ-ზე მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარება, $250 მილიონზე მეტი მოცულობის ინვესტიცია და მათი გრძელვადიანი გეგმები ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პლატფორმა შავი ზღვის აკვატორიაში უცხოელი ინვესტორებისთვის უმაღლესი ნდობითა და მიმზიდველობით სარგებლობს“, - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
HOLM Developments-ი დუბაის უძრავი ქონების სექტორში გამორჩეული რეპუტაციით სარგებლობს. კომპანია ოპერირებს სრულად საკუთარი კაპიტალით დაფინანსებული (equity-funded) ბიზნესმოდელით, ხოლო მისი მიწისა და სამშენებლო გარანტიების მოცულობა 1.1 მილიარდ დირჰამს (AED) აღემატება. HOLM Developments-ის პორტფოლიო არაერთ გამორჩეულ პროექტს აერთიანებს, მათ შორის: HOLM One (რომლის ბინების 50%-ზე მეტი პირველივე დღეს დაიჯავშნა, ხოლო პროექტი 10 დღეში სრულად გაიყიდა) და LINEA by HOLM (რომელიც გაყიდვების დაწყების დღესვე სრულად ამოიყიდა).
დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსის ოფიციალური წარდგენა 28 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნესსექტორის ლიდერები, ასევე დუბაიდან სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო მედიისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიან პროექტის მასშტაბს და საკუთარ გლობალურ აუდიტორიას გაუზიარებენ ინფორმაციას „ამბასადორი აილენდის“, ბათუმისა და საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.




























