ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს. ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორის თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტში იგეგმება. გოჩა კამკია აღნიშნავს, რომ გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა მაღალტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს გულისხმობს. ამბასადორი აილენდის გეოგრაფიული გაფართოება ევროპისკენ მნიშვნელოვან ფაქტებს აერთიანებს, სადაც მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან: პოლონეთთან, სლოვაკეთთან და ჩეხეთთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებები, რაც პროექტის მულტინაციონალურ ხასიათს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აღნიშნული პარტნიორობა როგორც საინვესტიციო, ისე ტექნოლოგიურ და კულტურულ გაცვლასაც მოიაზრებს. ამბასადორი აილენდის სამომავლო სტრატეგიის ერთ-ერთი ვექტორი, ახლა როგროც თავად განმარტავენ გერმანიისკენაა მიმართული, რომელიც ცენტრალური ევროპის უმსხვილეს ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამყარებს პროექტის საერთაშორისო იმიჯს, რომელიც დაგეგმვის ფაზიდან, აღსრულების, ცოცხალ ორგანიზმად ფორმირების ეტაპზე გადავიდა.


































