ამბასადორი აილენდ ბათუმმა პირველ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა, რომელიც ბიზნესქსელ BNI-სთან თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებაში ქართველ ბიზნესმენებთან ერთად პოლონური კომპანიებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორები მონაწილეობდნენ. ფორუმზე ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ დროისთვის ამბასადორი აილენდზე 10 ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორი მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. მსგავსი ფორუმების რეგულარულად ჩატარება კი ბათუმში ახალი ინვესტიციების მოზიდვას და საქმიანი ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.






























