უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება პროექტები, სადაც საცხოვრებელი სივრცის ღირებულებას მხოლოდ მდებარეობა და ფართობი არ განსაზღვრავს - მნიშვნელოვანი ხდება საავტორო დიზაინი, არქიტექტურული ჩანაფიქრი და ხელოვნებასთან კავშირი. ამ მიდგომას ეფუძნება „ამბასადორი ჯგუფისა“ და თანამედროვე ხელოვნების ფონდის, Ria Keburia Foundation-ის ერთობლივი პროექტი - Ambassadori Art Apartments, რომელიც სპეციალურად „ამბასადორი აილენდ ბათუმისთვის“ შეიქმნა. როგორ იქცა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ხელოვნების ნიმუშად და რა განასხვავებს ამ აპარტამენტებს ტრადიციული საცხოვრებელი პროექტებისგან?






























