მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბასადორის კუნძულზე, პირველი კომპლექსის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა;

ამბასადორი აილენდ ბათუმის პირველი შენობა, რომელიც თავისი არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავიდა. მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებსა და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. შენობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე იტალიურმა კომპანია, D73-მა იმუშავა. ხელოვნურ ნახევარკუნძულზე მაღლივი შენობის სტრუქტურული სიმყარისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, საძირკვლის ხიმინჯების სიღრმე 65 მეტრს აღწევს. ამჟამად, სამშენებლო სამუშაოები +6 მეტრის ნიშნულზე მიმდინარეობს: ჩასხმულია პარკინგის ზონის ვერტიკალური საყრდენები და ლიფტის შახტების კედლები უშუალოდ, პირველი ცათამბჯენის სამშენებლო მოედანზე კი, საძირკვლის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უსწრებს თავდაპირველ გრაფიკს და საინვესტიციო ვალდებულებებს 5 წლის წინსწრებით ასრულებს. შავ ზღვაში ფორმირებული 48 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. ამჟამად პროექტი აქტიურად გადავიდა ახალ, მიწისზედა სამშენებლო სამუშაოებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები