საქართველოს საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა - კომპანია „ამბოლმა“ ავტომომსახურების ქსელი „ვინტოს“ ბრენდის ქვეშ არსებული პორტფელი შეისყიდა და ამიერიდან თავად უზრუნველყოფს მის რეალიზაციას საკუთარ ქსელში.
შეთანხმების ფარგლებში, „ამბოლმა“ ასევე გააფართოვა საკუთარი ქსელი დამატებით 6 ფილიალით. შედეგად, კომპანია საქართველოს მასშტაბით 30 ფილიალით განაგრძობს ოპერირებას, რაც მომხმარებლებისთვის უკეთეს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას ნიშნავს.
ამ სტრატეგიული ნაბიჯით, „ამბოლი“ ოფიციალურად გახდა საავტომობილო სფეროში ყველაზე ფართო მაღაზიათა ქსელი საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვნად გაფართოვდა “ამბოლის” პროდუქციის პორტფელი და არსებულ ბრენდებთან ერთად მომხმარებლებისთვის ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში ხელმისაწვდომი გახდა ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: Total Energies, Lubex, Tomoil, Akoturbo, Monbat (Euro Craft), Esan (Waber-Max), Haida და სხვა.
პორტფელის გაფართოება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი მიიღონ ძრავის ზეთების, აკუმულატორების, საბურავების, სამუხრუჭე სისტემებისა და აქსესუარების მიმართულებით.
“გვიხარია, რომ რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. “ამბოლს” 15 აგვისტოდან დაემატა 6 ფილიალი და ახლა უკვე 30 ფილიალიდან მოხდება, როგორც „ამბოლის“, ასევე “ვინტოს” ბრენდის ქვეშ არსებული პროდუქციის რეალიზაცია. „ამბოლი“ მომხმარებელს შესთავაზებს მრავალ საერთაშორისო ბრენდს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში. მომხმარებლებს კი შეეძლებათ, მიიღონ ერთიანი სტანდარტის მომსახურება განახლებულ და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა “ამბოლის” გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შალამბერიძემ.
„ამბოლი“ მომავალშიც განაგრძობს ქსელისა და პროდუქციის განვითარებას. არსებული ფილიალებით გეოგრაფიულად ყველა დიდი ქალაქი უკვე დაფარულია, ხოლო პროდუქციით წარმოდგენილია როგორც პრემიუმ, ისე ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტებში.
„ვინტოს“ ბრენდი მრავალი წლის განმავლობაში „ვისოლის“ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გვიხარია, რომ ამ მიმართულებას დღეს „ამბოლი“ აგრძელებს – კომპანია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება, ძლიერი ქსელი და ფართო პროდუქციის პორტფელი აქვს. თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ვგეგმავთ „ამბოლის“ ინტეგრაციას „ვისოლის“ მობილურ აპლიკაციაში, რათა მომხმარებლებმა ერთიანი ლოიალობის პროგრამით ისარგებლონ და დამატებითი სარგებელი მიიღონ,“ – აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
შპს "ამბოლი" წარმოადგენს “საქართველოს კაპიტალის” ჯგუფში შემავალ კომპანიას. ამბოლი დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტო პროდუქტების ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. დღესდღეობით ამბოლის მაღაზიათა ქსელი საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი.
„ვისოლს“ საქართველოს ნავთობსექტორში წარმატებული მოღვაწეობის 26-წლიანი ისტორია აქვს და მომხმარებლებს უახლესი ევროპული ხარისხის საწვავსა და თანამედროვე ციფრულ სერვისებს სთავაზობს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით „ვისოლისა“ და „ვიგოს“ ბრენდებით 150-ზე მეტი ავტოგასამართი სადგურით არის წარმოდგენილი. და ელექტრომობილების დამტენი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს მართავს.




























