მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბროლაურის აეროპორტში მგზავრთნაკადი 61% გაიზარდა

5bea67b893001
BM.GE
13.11.18 09:55
616


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 159 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61% მეტია (2017 წელი - 99 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ რაჭა, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

ჯამში, ოქტომბერში ადგილობრივი აეროპორტები 991 მგზავრს მოემსახურა, რაც 91% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი - 518 მგზავრი).

ნოემბრის თვეში, ამბროლაურის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, კვირაში ორჯერ: პარასკევსა და კვირას სრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენის ღირებულება ზრდასრულებისთვის 50 ლარია. 3-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის - 35 ლარი, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები