2019 წლის იანვარი-მაისის პერიოდში ამბროლაურის აეროპორტი სულ 376 მგზავრს, ხოლო 2021 წლის იანვარი-მაისის პერიოდში 403 მგზავრს მოემსახურა, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც bm.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს, იანვარ-მარტის პერიოდში 37 ფრენა შესრულდა, ხოლო 2021 წელს - 25.
2020 წელს მარტიდან კი საქართველოში სრული ლოქდაუნი გამოცხადდა და ფრენებიც არ სრულდებოდა.