საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” ამბროლაურის აეროპორტში სანავიგაციო ოფისისს მშენებლობა დაიწყო
შენობის პროექტი შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომლების მიერ შეიქმნა, სამშენებლო სამუშაოებს ქართული სამშენებლო კომპანია “დაგი” ახორციელებს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემით აღიჭურვება.
შპს“ საქაერონავიგაციამ“ ამბროლაურის აეროპორტში 12 ადამიანი დაასაქმა, რომლებიც კომპანიამ კონკურსის წესით შეარჩია და უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მიანიჭა.

























