რეისები შესრულდება უკვე კვირაში ოთხჯერ: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.
ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის არის 50 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი, ხოლო ჩვილებისთვის - უფასო.
ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე 802 მგზავრს მოემსახურა.