მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამბროლაურში ბულვარის მოწყობაზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

5cfa987886227
ანუკა ჯოხაძე
07.06.19 23:00
5344
ამბროლაურს 2021 წელს ბულვარი ექნება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2018 წელს მდინარე კრიხულას ნაპიროსამაგრის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 636 365 ლარი შეადგინა. მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო თანხა 839 658 ლარია.

მუნიციპალიტეტის მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კრიხულას სანაპიროზე ბულვარის და სარეკრეაციო ზონის მოწყობა, კაფე-ბარებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა იგეგმება. მათი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა, ხოლო მისი დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები