მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბროლაურში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

5a85216bb771b
მაია ბიწაძე
15.02.18 09:52
1099
კომპანია "გეო ფლაუერი“ ამბროლაურში ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ძნელაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, საწარმო გადასამუშავებლად პირველ ნედლეულს შემოდგომაზე მიიღებს, სრული სიმძლავრით კი მომავალი წლიდან ამუშავდება. "გეო ფლაუერი" წელიწადში 15-20 ტონა პროდუქციას დაამზადებს, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა იქნება და მთლიანად ექსპორტზე გაიყიდება, მას ძირითადად გერმანული კომპანიები შეისყიდიან.

კომპანია წელიწადში 60-70 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს, საიდანაც ნაწილს საკუთარი პლანტაციებიდან მიიღებს, ნაწილს კი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

"ჩაის პლანტაციები ტყიბულში, საუკეთესო მიკროზონაში გვაქვს. წელს 49 წლიანი იჯარით ავიღეთ 20 ჰექტარი ჩაის პლანტაცია, რომელიც ტყიბულის მაღალმთიან სოფელში "წყნორში" მდებარეობს. იქ ბიოლოგიურად სუფთა მოსავალს მოვიყვანთ, გარდა ამისა ბიო ჩაის ფერმერებისგანაც ჩავიბარებთ, რომელთა სერტიფიცირებაც წინასწარ მოხდება", - განუცხადა Bm.ge-ს გოჩა ძნელაძემ.

ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაში კომპანია 250 ათასი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება, ამდენივე დასაქმდება ჩაის პლანტაციაშიც.