მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამბროლაურში ღვინის კომპანია "შატრო ველი" ამოქმედდება

5b18f76ebd7f5
მაია ბიწაძე
07.06.18 13:12
1541
კომპანია "შატრო ველის" კუთვნილი საწარმო ოქტომბრიდან ყურძნის მიღებას და გადამუშავებას დაიწყებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, როსტომ კობახიძემ განუცხადა. საწარმო ამბროლაურში, სოფელ სადმელში, ხვანჭკარის მიკროზონაში ამჟამად შენდება. კომპანია სეზონზე 100 ტონა ყურძენს გადაამუშავებს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.

"პირველ წელიწადს 50 ათას ბოთლ ღვინოს დავამზადებთ, მეორე წელს კი ეს მოცულობა 100 ათასამდე გაიზრდება. ძირითადად "ხვანჭკარას“ დავამზადებთ, მცირე რაოდენობით თეთრი ღვინოც გვექნება.

წარმოებული ღვინის 80% ექსპორტზე, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება", - განაცხადა როსტომ კობახიძემ.

საწარმოს მშენებლობაში 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული თანხის 60% კომპანიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ, "გადამამუშავებელი საწარმოთა თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში გამოუყო, 10% დამფუძნებლების ინვესტიციაა, 30% კი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში მიღებული დაფინანსებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები