მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამბროლაურში თანამედროვე მრავალბინიანი კორპუსი შენდება - რას სთავაზობს მომხმარებლებს?

რაჭა

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, დეველოპერული კომპანია Racha Development მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

კომპანიის დამფუძნებელი, ბაჩო ფურცხვანიძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროექტი უნიკალურია თავისი მასშტაბით და სრულად პასუხობს თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ კორპუსი შვიდსართულიანია, თითოეული სართული ჯამში 750 კვადრატულ მეტრს მოიცავს. საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია 76 ბინა, რომელსაც ორი ლიფტი და ორი სადარბაზო მოემსახურება. მობინადრეებისთვის ეზოში მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცეები და ფანჩატურები, რაც კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, პარკინგის პრობლემაც სრულადაა გადაწყვეტილი – პროექტში 22 დახურული და დამატებით ღია პარკინგებია გათვალისწინებული. ბინის კვადრატული ღირებულება კი 800 დოლარიდან იწყება.

„როგორც რაჭველი, ჩემთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება. ეს იქნება პირველი დიდი და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც კომუნისტური ეპოქის შემდეგ აშენდება“, – აღნიშნა ბაჩო ფურცხვანიძემ.

მისი განმარტებით, ბინები მობინადრეებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაჰბარდება, ხოლო შეძენის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, კომპანიამ შეიმუშავა მარტივი პირობები — 10%-იანი წინასწარი შენატანი და შიდა განვადება 15 თვემდე. ხოლო ბინის არჩევა მომხმარებელს 33 კვ.მ-დან შეუძლია.

კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი დოლარია, ხოლო მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაშია და პირველი სართული აშენებულია.

დეველოპერული კომპანია Racha Development-ის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონ დოლარს აღემატება, მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაშია და პირველი სართული დასრულებულია. პროექტის დასრულება 2026 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები