მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AMC-ის აქციები მკვეთრად ეცემა, კინოთეატრების ქსელი $288-მილიონიან ზარალზეა

64008607b7f59
გიორგი თოლორდავა
03.03.23 00:50
662
კინოთეატრების უმსხვილესი ამერიკული ქსელის, AMC Entertainment-ის ფინანსური შედეგები ცნობილა. კომპანიამ IV კვარტალში 990 მილიონი დოლარის შემოსავლის გენერირება შეძლო, რაც თითქმის $300 მილიონით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, მიუხედავად დიდ ეკრანზე ჯეიმზ კამერონის ბლოკბასტერის, „ავატარის“ გამოჩენისა.

საერთო ჯამში, 2022 წელი AMC Entertainment-მა $288-მილიონიანი ზარალით დაასრულა, რაც იმას ცხადყოფს, რომ სტრიმინგ-სერვისების პოპულარიზაციის ფონზე, სულ უფრო მეტად იკლებს მაყურებლის ინტერესი ტრადიციული კინოთეატრების მიმართ.

გარდა იმედგამაცრუებელი შედეგებისა, ინვესტორებთან შეხვედრისას კომპანიის ხელმძღვანელობა აქციების გაყიდვის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, რათა დამატებით კაპიტალის მოზიდვა გახდეს შესაძლებელი. ბუნებრივია, ეს სიახლეც ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, რის შედეგად ერთ დღეში AMC-ის აქციების ღირებულება თითქმის 8%-ით შემცირდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები