ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ახალი ინიციატივის ოფიციალური წარდგენა, პანელური დისკუსია და სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ამერიკის სავაჭრო პალატამ, მაკლეინის ასოციაციასთან თანამშრომლობით, სასტიპენდიო პროგრამა 2023 წელს დაიწყო. თანხების მობილიზება კი ორგანიზაციის წევრი კომპანიების საშუალებით განხორციელდა, რომლებმაც სწავლა იმ სტუდენტებს დაუფინანსეს, რომლებიც სწავლას დაფინანსების გარეშე ვერ შეძლებდნენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, 30 სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა, რომელთაც ოთხი აკადემიური წელი სრული დაუფინანსდებათ.