მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AmCham: საქართველო რჩება უსაფრთხო ქვეყნად ტურისტებისთვის და ბიზნესმენებისთვის

5d1a56c71d21b
BM.GE
01.07.19 22:52
1012
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AMCHAM) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველო რჩება უსაფრთხო ქვეყნად ტურისტების და ბიზნეს წრეების მისაღებად. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციებისა, ქვეყანა უსაფრთხოა და აღნიშნული ვიზიტორების უსაფრთხოებას არ უშლის ხელს.

„წლების განმავლობაში, თბილისიც და საქართველოს სხვა რეგიონები იყო და დღესაც რჩება უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებად.

ბოლო წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასტუმროებისა და ტრანსპორტის კუთხით.

ასე რომ, ეწვიეთ საქართველოს - ქვეყანას, რომელიც ღვინის სამშობლოა. ახლა საუკეთესო დროა საქართველოს მოსანახულებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

წყარო - Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები