მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამცრელი ბრიგადების რაოდენობა 30%-ით შემცირდა - გაბუნია

6234188eb9601
თათია ჩაფიჩაძე
18.03.22 20:26
671
ბოლო დღეების განმავლობაში აცრას საშუალოდ 100-დან 1500-მდე ადამიანი იტარებს. ვაქცინაციის რაოდენობის შემცირების პარალელურად გაირკვა, რომ სახელმწიფომ 30%-ით შემცირდა ამცრელი ბრიგადების რიცხვიც. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ BMG-ის განუმარტა, დღეისათვის სერვისს ბევრი დაწესებულება ინარჩუნებს და აცრის მსურველებს სულ მცირე ერთი ბრიგადა ემსახურება.

რაც შეეხება ვაქცინების რაოდენობას და ახალი ვაქცინების შემოტანის თარიღს, გაბუნია კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როდის მოხდება მათი მოდიფიცირება.

„"ფაიზერის" ვაქცინის მოწოდებაში წყვეტა არ იქნება. ახალი ვაქცინების შემოტანა დამოკიდებული იქნება იმაზე, მოხდება თუ არა ვაქცინის მოდიფიცირება და როდის.

სხვა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის. განსაკუთრებით აქტუალურია სოფლებში ვაქცინაცია, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი ატარებს ადგილობრივად ვაქცინაციის კამპანიებს სოფლის მოსახლეობის აცრისთვის“, - აცხადებს გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები