საქართველო იმ იშვიათ ქვეყნების რიგებშია, რომელსაც აქვს ზღვა და არ აქვს განვითარებული ზღვის ტრანსპორტი. მიუხედავად სხვადასხვა ბიზნესმენის მხრიდან წარსულში გაკეთებული განცხადებებისა, ამ დრომდე არც სახელმწიფოს და არც კერძო ბიზნესს ზღვის რესურსი ათვისებული არ აქვს.
“რამზეს იახტსის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ სეზონურად რეგულარული საზღვაო რეისები ურეკიდან ბათუმამდე და პირიქით, სახმელეთო მოძრაობის განტვირთვის გარდა, მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვის წინაპირობაც გახდება. როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, მცურავი ობიექტები ქვეყანაში არასეზონზეც შემოვლენ.
„იმის გათვალისწინებით, რომ საგზაო ტრასები საკმაოდ გადატვირთულია, დიდი ხანია საუბარი მიდის, რომ ბათუმიდან ქობულეთის და ურეკის მიმართულებით მაღალი დონის კატერები იყოს, რომელიც პატარა ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. საზღვაო კუთხით ევროპის განვითარებულ ქვეყანაში, ყველგან არსებობს ამ ტიპის ზღვის ტაქსები, ან პატარა ჩარტერული მცურავი ობიექტები. ასევე მნიშვნელოვანი მეზობელ ქვეყნებთან მიმართებითაც რომ იყოს ტურები მაგ. თურქეთის მიმართულებით.
ბიზნესმა უნდა აიღოს ეს თავის თავზე, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რეგულაციები მოქმედებს და არსებით ჩარევას არ საჭიროებს ეს ბიზნესი. უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. გაჩერების პრობლემაა, ნაპირს ვერ მიუახლოვდები თუ კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ამიტომ ამას სჭირდება ტერიტორია, იახტკლუბები, სადგომები, სადაც შეძლებენ ესენი გაჩერებას.
მოჯადოებული წრეა რომელიც არ დასრულდა. რაც ბათუმშია ეს არაფერს არ ჰგავს, თუმცაღა ფასები იგივეა, რაც ევროპულ იახტკლუბებში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ განვითარდეს. ყველა განცვიფრებულია, რომ ასეთი ქალაქი გქონდეს, ამდენი ბრენდული სასტუმროთი და არ იყოს იახტკლუბები განვითარებული.
ეს პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია მხარჯველ უნარიანი ტურისტების შემოდინებასთან. დღეს იახტების გაჩერება პრობლემურია თუნდაც თურქეთში და წარმოიდგინეთ საქართველო, საინტერესო ახალი ლოკაცია, სადაც არის კეთილმოწყობილი იახტკლუბები. მერწმუნეთ რომ არასეზონზეც შემოვლენ და გაჩერდებიან მცურავი ობიექტები თუ ამის პირობები იქნება.
ეს ქვეყნისთვის არის სწრაფი გზა ხელშესახები ეკონომიკური განვითარებისთვის, ამას მოსდევს მათი მფლობელები, რომებსაც შესწევთ უნარი რომ დიდი ფული დახარჯონ ქვეყანაში. მწვანე კონცხი გახლავთ ულამაზესი ტერიტორია თავისი სიმწვანით, ქვებით, წყლის ხარისხით. აქ რომ მიხვიდე ნახევარ აჭარას წრე უნდა დაარტყა, წარმოიდგინეთ მიდიხართ ბულვარის ცენტრში, სხდებით მაღალი დონის იახტკლუბში, კატერში და 15წთ-ში აღმოჩნდებით ზღვიდან, ეს ხომ ფანტასტიკური შესაძლებლობაა იმის, რაც დაემსგავსოს ისეთ კურორტებს, რაც ჩვენ გვინახავს საფრანგეთში, იტალიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.“ - განაცხადა ჩიკვაიძემ.