მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ameriabank-ს შესყიდვა BOGG-ს მიერ დადასტურებულია - სომხეთის ცენტრალური ბანკის პირველი კომენტარი;

ეს საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პლიუსია- ასე აფასებს საქართველოს ბანკის ჯგუფის მიერ ამერიაბანკის შეძენას სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე ჰოვანეს ხაჩატრიანი. მისი თქმით, სომხეთის მარეგულირებელი მიესალმება ნებისმიერ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას და სტრატეგიულ ინვესტორებს ფინანსების სფეროში. ამასთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური ბანკი ყიდულობს სომხეთის სამი უმსხვილესი ბანკიდან ერთ-ერთს. სომხეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან ინტერვიუ ბიემჯის კორესპოდენტმა არშალიუს მღდესიანმა ჩაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები