ამერიკა აფრიკის ქვეყნებს $533 მილიონის დახმარებას გამოუყოფს
ლევან თაღიაშვილი
07.03.18 18:22
• 1245
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ამერიკა 533 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გამოუყოფს აღმოსავლეთ აფრიკისა და ტბა ჩადის რეგიონის ქვეყნებს. მისი თქმით, ამ არეალში შექმნილი უკიდურესი გაჭირვება და შიმშილი „ადამიანების ბრალია“, რადგან კონფლიქტები მოსახლეობას იძულებულს ხდის დატოვონ საკუთარი სახლები. ფულადი სახსრები ძირითადად საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შესაძენად და საცხოვრებელი ადგილების ასაშენებლად დაიხარჯება.