მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება 15 მილიარდი დოლარი დაჯდება

588c4cc786f05
BM.GE
28.01.17 14:00
1879
სენატში რესპუბლიკელების ლიდერის მიტჩ მაკკონელის განცხადებით, კონგრესი აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას განიხილავს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, შეერთებულ შტატებს 12 მილიარდი აშშ დოლარიდან 15 მილიარდ აშშ დოლარამდე დაუჯდება. მაკკონელი და პალატის სპიკერი პოლ რაიენი არ აკონკრეტებენ აღნიშნულ თანხას ვინ გადაიხდის.

Reuters-ის ინფორმაციით, მაკკონელი აღნიშნავს, რომ ამ ერთეულზე დანახარჯებისთვის ცალკე ბიუჯეტი იქნება გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნეტომ ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტზე უარი განაცხადა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში, მექსიკის საზღვარზე კედელი უნდა აშენდეს და მისი განცხადებით, კედლის ხარჯებს ადრე თუ გვიან მექსიკა გადაიხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები