მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკა პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური იარაღი – “უმძიმესი ფასის გადახდა მოგიწევთ”

622e221ba05b6
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 20:50
3829
მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა განაცხადი გააკეთა, რომ უკრაინის ლაბორატორიებში აშშ–ის დახმარებით ბიოლოგიური იარაღის განვითარებაზე მუშაობენ. აღნიშნული ინფორმაცია აშშ–მაც და უკრაინამაც უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ბრალდებების მიზანია, უკრაინელების წინააღმდეგ მის მიერვე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება გაამართლოს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რუსეთი გააფრთხილა, რომ "უმძიმესო ფასის" გადახდა მოუწევს, თუ ქიმიური იარაღით შეტევას განახორციელებს.

ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ–მა და მისმა პარტნიორებმა გაზრდილი რისკის შესახებ კონსულტაციები გამართეს. მისივე თქმით, ნებისმიერი დარტყმა NATO–ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იქნება ალიანსის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების მიზეზი. ამ კონტექსტში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ახსენა ლვოვში, პოლონეთის საზღვართან ახლოს დღეს დილით განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც ლვოვში სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები