მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკა-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

აშშ-რუსეთი (დროშები)

2023 წლის ივლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ $277.3 მილიონი შეადგინა, რაც 11-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის თებერვალში, სანამ რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები დაწესდებოდა და 13-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის ივლისში. ამერიკა-რუსეთის სავაჭრო ბრუნვის ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2000 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როცა რუსეთში ყოველთვიური სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ბრუნვა თითქმის სრულადაა გადახრილი რუსული ექსპორტის მიმართ. მთავარ საექსპორტო საქონელს შორის კი, სამი ძირითად ჯგუფი იკვეთება, ესენია: ბირთვული საწვავი, მინერალური სასუქები და ძვირად ღირებული ლითონები. საერთო ჯამში, 2023 წლის შვიდ თვეში, აშშ-მა რუსეთიდან თითქმის $3 მილიარდის საქონელი შეიძინა, რომლიდანაც $2.5 მილიარდი სწორედ სამ ზემოხსენებულ სასაქონლო ჯგუფში შემავალ პროდუქტებზე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გამდიდრებული ურანის მთავარი მიმწოდებელი ქვეყანა, სწორედ რუსეთის ფედერაციაა. საქმე ისაა, რომ ამერიკული კომპანიები ახალი თაობის ატომურ რეაქტორებზე მუშაობენ, რომელთაც HALEU-ტიპის ურანი სჭირდებათ, რომლის გამდიდრება 20%-მდე შეიძლება, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე სხვა ტიპის ურანის შემთხვევაში. HALEU-ტიპის ურანით, მსოფლიოში, მხოლოდ ერთი კომპანია ვაჭრობს - ეს რუსულ “როსატომში” შემავალი “ტექსნაბექსპორტია” და საგარეო ვაჭრობის მსუყე წილი, სწორედ მასზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები