მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკა "ხორბლის ომში" რუსეთთან დამარცხდა

5718edf04f0db
BM.GE
21.04.16 19:10
1883
აშშ-ის ხორბალი მიმზიდველობას კარგავს, - იუწყება Bloomberg-ი. როგორც გამოცემა წერს, აშშ-მ ხორბლის ბაზარზე ლიდერობა დაკარგა და ხორბლის ექსპორტის მიხედვით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მან პირველი და მეორე ადგილი რუსეთსა და კანადას დაუთმო.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მყარი ვალუტა და მოსავლის შემცირება ამერიკის მარცვლეულს ნაკლებად კონკურენტულს ხდის.

Bloomberg-ი წერს, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატები მარცვლეულის ექსპორტის მოცულობაში პირველ ადგილს იკავებდა. ექსპერტების შეფასებით, წელს ხორბლის ექსპორტი სეზონზე 9,3 პროცენტით 21.1 მილიონ ტონამდე შემცირდება, რაც 1972 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ახლა ხორბლის ბაზარზე ლიდერი რუსეთი გახდა, - წერს Bloomberg-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები