ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართვველომ (FAA) Boeing 737 MAX-ს საჰაერო სივრცე დაუხურა.
FAA-ს განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც 10 მარტს ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებზე მიანიშნებენ.
ამ გადაწყცეტილების შედეგად, ახალი ბოინგისთვის საჰაერო სივრცე პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ჩაიკეტა. გუშინ საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც მიიღო.
“გამოკვლევებმა ცხადყო მსგავსება ეთიოპიის ავიაკატასტროფასა და 2018 წლის ოქტომბერში მომხდარ ინდონეზიის ავიაკატასტროფას შორის. ორივე შემთხვევის დროს დაფიქსირდა Boeing 737 MAX-ის ვერტიკალური რყევა და სისწრაფის არასტაბილურობა“, - აცხადებს FAA-ს ხელმძღვანელი.
Boeing-ი კი, დარწმუნებულია მისი თვითვმფრინავების უსაფრთხოებაში.
ეთიოპიის ავიახაზების რეისის - ET302-ის შავი ყუთები საფრანგეთში იქნა გაგზავნილი, ვინაიდან გერმანიამ ტექნიკური პრობლემების გამო, უარი განაცხადა გამოკვლევაზე.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება "შავი ყუთების" მონაცემების წაკითხვას.

























