მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკამ ირანული ფოლადის ექსპორტს მკაცრი სანქციები დაუწესა

5cd41dc2e6ce9
მიხეილ ხაჩიძე
09.05.19 22:05
575
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ნავთობისა და საბანკო სექტორის შემდეგ, შეზღუდვები მეტალურგიულ ინდუსტრიას შეეხება. ბრძანებას თეთრი სახლის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დატოვებას მოჰყვა.

სანქციების ახალი ტალღის შედეგად, ირანიდან ბუნებრივი წიაღისეულის, რკინის, ალუმინის და სხვა სამრეწველო ნედლეულის ექსპორტი შეჩერდა. მეტალურგია ირანისთვის ნავთობისა და ქიმიური მრეწველობის შემდეგ, ერთ–ერთი წამყვანი დარგია, შესაბამისად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ირანის ეკონომიკურ კრიზისს უფრო გაამწვავებს.

ირანში ამჟამად რეცესიაა. ექსპერტები მიმდინარე წელს ეკონომიკის 5 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებენ.

აშშ-ისა და ირანის ეკონომიკური ომი 2018 წლიდან აქტიურ ფაზაში შევიდა, მაშინ როდესაც ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წლის ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შეწყვეტილი იყო.

ირანის ისლამურ რესპუბლიკას აშშ-მა სანქციები თავდაპირველად 1979 წელს დაუწესა - მაშინ ამერიკის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებსა და კომპანიებს ირანთან თანამშრომლობა აუკრძალა, 1996 წელს კი შტატების აკრძალვა გააფართოვა და მასში ევროპული ქვეყნებიც ჩაერთვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები