მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკამ ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი გაზარდა

5bbf2f3aa4b1a
BM.GE
11.10.18 15:07
636
ამერიკის შეეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკულმა სამმართველომ გაზარდა მიმდინარე წელს Brent მარკის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი 72,84 დოლარიდან 74,43 დოლარამდე/ბარელზე.

საინფორმაციო ენერგეტიკული სამმართველოს პროგნოზით, 2019 წელს Brent მარკის ნავთობის საშუალო ფასი იქნება 75,06 დოლარი/ბარელზე. სექტემბრის თვეში აღნიშნული პროგნოზი შეადგენდა 73,68 დოლარს/ბარელზე.

ასევე გაზრდილია WTI მარკის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი 67,03 დოლარიდან 68,46 დოლარამდე/ბარელზე,

უწყების პროგნოზით, 2019 წელს WTI მარკის ნავთობის საშუალო ფასი იქნება 69,56 დოლარი/ბარელზე. წინა თვეში აღნიშნული პროგნოზი შეადგენდა 67,36 დოლარს/ბარელზე.

OILNEWS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები