ამერიკამ და კუბამ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამერიკის ტრანსპორტის სამინისტრომ 6 ამერიკულ ავიაკომპანიას მისცა კუბაზე რეგულარული ფრენის განხორციელების უფლება. USA Today- ის ინფორმაციით, რეისები მიმდინარე წლის შემოდგომიდან ამერიკის 4 ქალაქიდან განხორციელდება.
ფრენები კუბის 8 ქალაქსა და 2 საკურორტო კუნძულზე განხორციელდება. გარდა ჰავანისა, თითოეულ ქალაქში შესაძლებელია აშშ-დან ყოველდღიურად 10-მდე ავიარეისი შესრულდეს. კუბის დედაქალაქში კი დღეში 20 რეისის შესრულება იქნება დაშვებული.

























