ამერიკაში უმუშევრობის დონე ბოლო 17 წლის მინიმუმადე დაეცა მას შემდეგ რაც მხოლოდ აპრილში ოფიციალურად 164 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამჟამად ამერიკაში უმუშევრობის დონე 3.9%-ია რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მსოფლიოში ამ კუთხით ჩეხეთი ლიდერობს 2.2%-ით, მას შემდეგ კი იაპონია მოყვება, სადაც ოფიციალურად დაუსაქმებელი მოსახლეობის 2.5%-ია.
საქართველოში იდენტური მაჩვენებელი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით 11.8%-ს შეადგენს.

























