აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყანაში ყველა კერძო ციხის დახურვის გადაწყვეტილების მიღების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ კერძო საპატიმროების ბოლო შემოწმების შედეგად, სახელმწიფო ციხეებთან შედარებით უსაფრთოების უფრო დაბალი დონე დაფიქსირდა. ასევე აღინიშნა, რომ კერძო ციხეებში ძალადობის უფრო მეტი ფაქტი დაფიქსირდა. აშშ-ის ხელისუფლებამ, კერძო ციხეების ფართოდ გამოყენება გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მაშინდელი გადაწყვეტილება, სახელმწიფო საპატიმროების დიდ დატვირთვას უკავშირდებოდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, აშშ-ის კერძო ციხეებში სასჯელს დაახლოებით 22 000 ადამიანი იხდის.

























